ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოშია
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია საქართველოშია. ვიზიტი ექვს დღეს გაგრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვრცელდება.
უზრა ზეია შეხვედრებს გამართავს დემოკრატიული მმართველობის, პრესის თავისუფლების, ანტიკორუფციული საკითხებსა და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.