მეგრელიშვილი – სააკაშვილს: ტყუილების და ბაქი-ბუქის გამო არასერიოზულად გიყურებენ და ვისაც არ ეზარება, ყველა გეკაიფება
“რა უცნაური კაცი ხარ, მიშა! უამრავი საქმე გაქვს გაკეთებული, ძალიან კარგი საქმეც და ძალიან ცუდიც”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“1992 წელს კიევში დაამთავრა უმაღლესი და ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. რა სტატუსით შეიძლებოდა, ჩაეტანა გაწევრიანების მოთხოვნა ეუთოში?
საფოსტო მტრედის სტატუსით?
ამ წვრილმანი ტყუილების და ბაქი-ბუქის გამო არასერიოზულად გიყურებენ და ვისაც არ ეზარება, ქოცებიც და ყოფილი მეგობრებიც, ყველა გეკაიფება.
სამწუხაროა”, – წერს მეგრელიშვილი.