“ვინც სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა, იმ ჯარის დაფინანსებაზე უარს ამბობენ და „მოლოტოვის კოქტეილის“ დასაფინანსებლად მიმართავენ ამ თანხებს” – გურამ მაჭარაშვილი

“უხერხული და სამარცხვინოც კი იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ისინი დააფინანსებენ არა ჯარს და გამჭვირვალე პროცესს, არამედ გიგაურს და ლომჯარიას, შავ ფულს, არაგამჭვირვალე პროცესებს, რაზეც კანონი მივიღეთ”, – ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

“ყველა უნდა დაფიქრდეს, როცა ქართულ სახელმწიფოს ესაუბრებიან. ვინც სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა, იმ ჯარის დაფინანსებაზე უარს ამბობენ და „მოლოტოვის კოქტეილის“ დასაფინანსებლად მიმართავენ ამ თანხებს, ეს სამარცხვინოა“, – განაცხადა  მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები