“ძველი „ნაციონალური ჭაობი“ ცდილობს, ახლებურად შეიფუთოს” – ქადაგიშვილი

“ძველი „ნაციონალური ჭაობი“ ცდილობს, ახლებურად შეიფუთოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

“ეს შეფუთვა ახლებურად არ გამოიყურება და ამომრჩევლის თვალსაზრისით ერთი ბაზა აქვთ, შინაარსითაც ერთი არიან. სიახლე არც მათ ხედვაშია. საქართველოს მიმართ უტიფარი შეტევა სწორედ იმიტომ ხდება, რომ ეს ჭაობი გამოაცოცხლონ.

პოლიტიკური ძალები თანახმა არიან, საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას, რასაც თავდაცვა წარმოადგენს, პირდაპირ დაარტყან, ოღონდ კი, რეალიზებული იყოს თავიანთი მიზანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამენაირად ხელისუფლებაში მოიყვანონ”, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები