ქადაგიშვილი – მეთიუ მილერის განცხადებაზე: მათი მხრიდან ეს არის საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა
“ქართველ ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, თუ შენ გააკეთებ ისეთ არჩევანს, რაც მე მაწყობს, მაშინ შენს სახელმწიფოზე ასეთ გავლენას მოვახდენო. ამ შანტაჟში არ უნდა შევყვეთ და გავყვეთ, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი საქმე უნდა გავაკეთოთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
“არჩევნების შემდეგ კი, ყველა იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაზეც საქართველო არის და ჩვენთან ურთიერთობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ. მათი მხრიდან ეს არის საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა“, – განაცხადა დეპუტატმა.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ „როდესაც საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, დემოკრატიულ უკან დახევას შედეგები მოჰყვება”.