“მათი დაშლა, დაყოფა, დამფინანსებლების ცვლილება, პარტიების სახელების ცვლილება არაფერს ცვლის” – კირცხალია

“მათი დაშლა, დაყოფა, მათი დამფინანსებლების ცვლილება, მათი პარტიების სახელების ცვლილება აბსოლუტურად არაფერს ცვლის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

“საბოლოოდ, მათი წარსული ვერ წაიშლება. ის სახეები, რომლებიც სხვადასხვა  პარტიაში არიან გადანაწილებულები; მათი დამფინანსებლები, რომლებიც დღეს ქვეყანაში არ იმყოფებიან, ეს არ ცვლის სურათს, რომ ისინი არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, – განმარტა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები