“ფინიებმა დღეს გადაწყვიტეს, რომ ამ ბულინგით რაღაც პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებენ, რაც შეცდომაა” – ვოლსკი – სარჯველაძეზე თავდასხმაზე

“ფინიებმა დღეს გადაწყვიტეს, რომ ამ ბულინგით რაღაც პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებენ, რაც შეცდომაა”, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით ჩხობაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეზე განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

“ეს შეცდომაა, რადგან ძალიან სერიოზულ ჩრდილს აყენებს ჩვენს ქვეყანას.

დავით ჩხობაძისნაირი ბევრია, დაფინანსებულები არიან. ეს არავის უკვირს. საქართველოში ხელოვნურობა, თვალთმაქცობა, სიყალბე ამ ადამიანების, ამ ფინიების, რომელთა ბელადებმაც ვერ გაბედეს, რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი გადაედგათ, დღეს ყელყელაობენ”, – აღნიშნავს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები