“სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააჟღერეს, თუმცა დღეს მასთან ერთად ქარტიას მოაწერეს ხელი – გიორგი ვოლსკი

“ახლა სალომე ზურაბიშვილი გარედან აგროვებს ხალხს, რაღაც პოლიტიკური ინდმეწარმეების გაერთიანებას, ვინც მის გვერდზე გამოჩნდება და რომლებიც წარსულში ფანჩატურში ისხდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

“თუ ხაზარაძის, გვარამიას, მელიასა და ჯაფარიძის ხასიათები ერთმანეთს არ შეესაბამება, ამას თავისი მიზეზი აქვს – ყველას საკუთარი თავი პრინცად და ჰერცოგად მიაჩნია. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ისეთი უწმაწური სიტყვები გამოიყენეს, რასაც ვერ იტყვი, მაგრამ დღეს მასთან ერთად ქარტიას ხელი მოაწერეს. საკუთარ თავს ახალს ეძახიან, მაგრამ იგივეა, რაც მუმიაზე თქვა, რომ ის ახლადშობილი ადამიანია. „ლელო“ გარიდებას ცდილობს იმ სისხლისგან, რომელიც დაღვრილია. ისინი სუფთა პოლიტიკური ჯგუფების წევრებად ცდილობენ თავის წარმოჩენას”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები