“პარტიები: „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ უმეტესწილად ელექტორატს ართმევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვას არავის” – კახა ქემოკლიძე
“პარტიები: „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ უმეტესწილად ელექტორატს ართმევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვას არავის”, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ისაუბრა.
ქემოკლიძე ურჩევს ოპოზიციურ პარტიებს, მოსახლეობას თვითონ უთხრან, თუ რატომ ვერ შედგა დიდი გაერთიანება.
“მგონია, რომ ისინი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ იცოდნენ, რა იყო მიზეზი აზრთა სხვადასხვაობის, რატომ ვერ გაერთიანდა ორი ჯგუფი, რომელიც ძალიან დიდი იმედებს ამყარებდა გაერთიანებაზე. „ქართული ოცნების“ ყოველდღიური ოპერირების სქემას მაგონებს, დღეს რომ ერთს იძახიან, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული მთავრობით დამთავრებული”, – აღნიშნა ქემოკლიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „360 გრადუსი”.