“ფორმულა – საქართველოს წარმატება უდრის ოპოზიციის წარუმატებლობას” – მაჭარაშვილი
“რადიკალური ოპოზიციისგან ჩვენ არაფერი გვიკვირს, რადგან ფორმულა – “საქართველოს წარმატება” უდრის მათ წარუმატებლობას”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“სამწუხაროდ, ეს ფორმულა მუშაობს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის ბრძოლას საქართველო მიატოვებს, ძალიან ცდება. საქართველოს არავინ მიუტოვებია, არსად არასდროს, მათ შორის, ბოლო პერიოდში ჩვენს ჯარისკაცებს არსად არავინ მიუტოვებიათ”, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.