“პრეზიდენტთან საუბრები იქამდეც გვქონდა, ახლაც გვაქვს და მომავალშიც გვექნება” – დაუშვილი

“პრეზიდენტთან საუბრები იქამდეც გვქონდა, ახლაც გვაქვს და მომავალშიც გვექნება”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

“მას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა რომ აქვს, ამაში ახალი არაფერია და ეს არაერთხელ გვითქვამს. პირდაპირ რომ გითხრათ, ასეთი ტიპის თანამშრომლობას მივესალმებოდი. დიახ, პრეზიდენტის ნაწილში, მხოლოდ მივესალმებით, რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ. არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჩვენთან ერთად უნდა თუ არა რაიმე ერთობის შექმნა“, – აღნიშნა დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები