გერმანიის ელჩი, გერმანელი დეპუტატები და ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ევროინტეგრაციაზე დახურულ ფორმატში მსჯელობენ

საქართველოს ევროინტეგრაციაზე “მესამე სექტორი”, გერმანიის ელჩი, გერმანელი დეპუტატები და ანა ნაცვლიშვილი დახურულ ფორმატში მსჯელობენ.

მათ შორის, მომხსენებელია გერმანელი დეპუტატი, რომელიც გამჭვირვალობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იღებდა მონაწილეობას.

“მე არ ვარ კონფერენციის ორგანიზატორი და ვერ ვისაუბრებ ორგანიზატორების სახელით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ მათ ამ კონფერენციის შესახებ ჰკითხავთ, სიამოვნებით გიპასუხებენ, როგორც ახლა მე გპასუხობთ – ეს არ არის საიდუმლო კონფერენცია, ეს ექსპერტების კონფერენციაა. ყველა კონფერენცია ვერ იქნება საჯარო”, – აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები