თამარ კორძაია – დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ წინსვლა ნატოსთან თვალსაზრისით აღარ გვექნება
სამწუხაროა, რომ ნატოს სამიტში მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს, – ამის შესახებ კომენტარს აკეთებს ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია.
“ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ ილია დარჩიაშვილით არის წარმოდგენილი საქართველო, გასაგებია, საგარეო საქმეთა მინისტრია და ასე შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ წინსვლა ნატოსთან თვალსაზრისით აღარ გვექნება, იმიტომ, რომ ეს ჩანს ყველა პარამეტრით ხელისუფლების შეფასების ნაწილში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.