მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა

85 ასაკში გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

ქეთევან კიკნაძე დაიბადა 1939 წელს, ქალაქ ბორჯომში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. ამავე წლიდან 1967 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, ხოლო 1967 წლიდან 1977 წლამდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. 1977 წლიდან კი კვლავ მარჯანიშვილის თეატრში ბრუნდება. ქეთევან კიკნაძე გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ სატელევიზიო ფილმსა და სერიალში.

მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2005 – ბორჯომის საპატიო მოქალაქე; 1999 – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; 1991 – ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე; 1987 – საქართველოს სახალხო არტისტი; 1987 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს დამსახურებული არტისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები