“[ევროკავშირის] გაფართოების დიდი ტალღა არ ჩანს, მაგრამ როცა ეს ტალღა რეალური გახდება, საქართველო ამის ნაწილი იქნება” – დავითულიანი

“საქართველო ევროკავშირის დიდი გაფართოების ნაწილი იქნება. სამწუხაროდ, გაფართოების დიდი ტალღა არ ჩანს, მაგრამ როცა ეს ტალღა რეალური გახდება, საქართველო ამის ნაწილი ნამდვილად იქნება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა დავითულიანმა ისაუბრა.

“იმედი მაქვს, ამას ყველა გააცნობიერებს, შეძლებენ, დროებით გრძნობებსა და ემოციებს მოერიონ და პრაგმატულად იაზროვნონ. რისი პროცესია შეჩერებული, რას ამბობს ელჩი? რაში გამოიხატება პროცესის შეჩერება, სხვებს მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“, – აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები