“საქართველოს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ნატოს მისიებში. ქვეყანა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ის, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს ნატოს სამიტზე, არის მნიშვნელოვანი.
დღეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგისთვის, მეორე – კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ნატოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მნიშვნელოვანია, განხილულ იყოს საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან და პერსპექტივები”, – განმარტა ბოჭორიშვილმა.