ვიქტორ ორბანი: ანგელა მერკელი რომ კანცლერი ყოფილიყო, პუტინი ომს არ დაიწყებდა

Hungarian Prime Minister Viktor Orban arrives for an annual international press conference in Budapest, Hungary, Thursday, Dec. 21, 2023. (AP Photo/Denes Erdos)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ანგელა მერკელის კანცლერობის დროს პუტინი ომს არ დაიწყებდა. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მერკელს არ ესმოდა „ლიბერალური დემოკრატია რუსეთში და დასავლელი ხალხის სულელური მიდგომები“.

„ვიცი, რომ რუსები განსხვავდებიან ჩვენგან, განსხვავებული ინსტინქტები და შეხედულებები აქვთ. განსხვავებული კულტურა, თავისუფლების განსხვავებული გაგება და ასევე განსხვავებული გაგება აქვთ ეროვნული სუვერენიტეტის. მერკელი იცნობდა მათ. ის რომ კანცლერი ყოფილიყო, პუტინი ამ ომს არ დაიწყებდა. მას არ ესმოდა ლიბერალური დემოკრატია რუსეთში და დასავლელი ხალხის სულელური მიდგომები“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები