“ევროატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი” – გიორგი კახიანი

“ევროატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი კახიანმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კარგად წარიმართოს. ჩვენ ვსაუბრობთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე, იმ გაურკვევლობიდან გამომდინარე, რაც ამ ეტაპზე არსებობს. მე თუ მკითხავთ, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გადასალახია. დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მარტივად აღდგება ეს ყველაფერი ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ორივე მხრიდან უნდა იყოს ამის მცდელობა.

მე თუ მკითხავთ, არც არსებობს რაიმე მიზეზი, რომ ამ ურთიერთობაში რაიმე ხინჯი იყოს. “გამჭვირვალობის კანონი” ნამდვილად ვერ იქნება ამის მიზეზი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რომ ეს არის კანონი, რომელიც უამრავ დემოკრატიულ სახელმწიფოში ფუნქციონირებს”, – განმარტა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები