“ძირძველი ევროპელები ვართ და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში” – მდინარაძე

“არ სჭირდება ქართველ ადამიანს ტყუილის თქმა იმისთვის, რომ ევროპა და ევროპელობა მოეწონოს, რადგან ძირძველი ევროპელები ვართ და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ჩვენი გზა არის ღირსეული. ევროპის გზა 2017 წელს კონსტიტუციაში ჩვენ ჩავწერეთ, ეს არავის დაუძალებია. ყოველ ჯერზე სიმართლის თქმას აფასებენ ვიღაცაზე თავდასხმად. არ სჭირდება ქართველ ადამიანს ტყუილის თქმა იმისთვის, რომ ევროპა და ევროპელობა მოეწონოს, რადგან ძირძველი ევროპელები ვართ და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში. ევროპასთან დაკავშირებით ტყუილების თქმა უფრო ნეგატიურად მოქმედებს. ძალიან კარგია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა უახლოვდება ევროპულ მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ეს იმის ხარჯზე თუ არის, რომ სამწუხაროდ ევროპის ეკონომიკა დიდი ხანია წინ არ წაწეულა, ეს ადამიანებს უნდა ვუთხრათ”, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები