“სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმირებების, კოალიციის შექმნის, გაერთიანების შესაძლებლობას” – ლილუაშვილი

„დღეს უნდა გამოაცხადონ გარკვეული გადაწყვეტილებები. ჯერ არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება ეს საკითხი. იქ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დროს შემადგენელი ნაწილები იყვნენ შეკრებილნი და არ ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღეს და როგორ დამთავრდება”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა.

“სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმირებების, კოალიციის შექმნის, გაერთიანების შესაძლებლობას, თუ რაც გინდათ, ის დავარქვათ. ჩვენთვის ეს მაინცდამაინც მისასალმებელი არ არის, მაგრამ მთავარია, წვრილი პარტიები, განსაკუთრებით, ვისაც ერთიანი წარსული და საერთო ფასეულობები აქვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი შლეიფი ისე გაერთიანდნენ, რომ ხმები არ დაიკარგოს და „ქართულ ოცნებას“ მეტი სარგებელი არ მოუტანოს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები