“ხშირად წარმატებისთვის მხოლოდ შესაძლებლობის ფანჯარაა საკმარისი – ჩვენ ასეთ შესაძლებლობას ვქმნით ქართველი ადამიანებისთვის” – აშშ-ის საელჩო

“ხშირად წარმატებისთვის მხოლოდ შესაძლებლობის ფანჯარაა საკმარისი – ჩვენ ასეთ შესაძლებლობას ვქმნით ქართველი ადამიანებისთვის, რომლებსაც უნიკალური იდეები და ბიზნესები აქვთ”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ელჩი დანიგანის ხელმძღვანელობით ორმოცდახუთი ბიზნესპერსონა საქართველოდან ჩავიდა SelectUSA უდიდეს საინვესტიციო სამიტზე, რომელიც ხელს უწყობს შეერთებულ შტატებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამ რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებით შედგა შეხვედრები ინვესტორებთან და აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ასევე, მოხდა ბიზნესიდეების წარდგენა.

ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. შეერთებული შტატები ამ ეკონომიკური პარტნიორობის ერთგული რჩება“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები