“ეს არჩევნები არის ექსკლუზიურად მომავალზე ორიენტირებული” – სააკაშვილი

“ოქტომბერში საქართველოში წყდება არაერთი არჩევნების ბედი, წყდება ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ვივამედიდან” საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

“მე მინდა, გითხრათ შემდეგი რამ – დარწმუნებული ვარ, იმ რეფორმების გამო, რომლებიც ჩვენ გავატარეთ იმ 9 წლის განმავლობაში; იმ ცვლილებების გამო, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ, იმის გამო, როგორც გამოვიყვანეთ საქართველო 90-იანების წყვდიადიან, მთავარია, ვიაროთ წინ, რადგან ეს არჩევნები არის ექსკლუზიურად მომავალზე”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები