“ჩემს თავს “ნაციონალურ მოძრაობასთან” რომ არ ვხედავ, ეს არაერთხელ მაქვს ნათქვამი” – აქუბარდია

“ჩემს თავს “ნაციონალურ მოძრაობასთან” რომ არ ვხედავ, ეს არაერთხელ მაქვს ნათქვამი”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

“ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ იქნება ჩვეულებრივი პარლამენტი და პირადი ინტერესების გადადება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

დანარჩენი არის პარტიების გადასაწყვეტი, მაგრამ მე ვისურვებდი, ყველა მათგანი ამოვიდეს საქართველოს ინტერესებიდან და არა – პარტიული”, – აღნიშნა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა ჩატარდება და ცნობილი გახდება, თუ რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიციის ნაწილი არჩევნებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები