“ქართველებს შეგვწევს უნარი, ევროპის მასშტაბითაც გავეჯიბროთ ჩვენს მეგობრებს ინოვაციური და ადამიანზე მორგებული საქმეების კეთებაში” – რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ “იმედის კვირასთან” ციფრული უნივერსიტეტის პროგრამაზე ისაუბრა.

აღნიშნული პროგრამა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს და მსჯავრდადებულებს საშუალებას აძლევს, სრულფასოვანი განათლება მიიღონ.

“ჩვენთვის ეს ყველაფერი ნათელი დასტურია იმისა, რომ ქართველებს ნამდვილად შეგვწევს უნარი, წარმატება მოვიპოვოთ ნებისმიერ სფეროში და ევროპის მასშტაბითაც გავეჯიბროთ ჩვენს მეგობრებს ინოვაციური და ადამიანზე მორგებული საქმეების კეთებაში”, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები