გია აბაშიძე: უსამშობლო რადიკალებში გავეშებული სასოწარკვეთილება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, იციან, რომ ვერასდროს მიიტაცებენ ხელისუფლებას პოლიტიკური პარაზიტობითა და თავს ესხმიან ყველას და ყველაფერს, ვინც, რაც საქართველოში წარმატებულია

“უსამშობლო რადიკალებში გავეშებული სასოწარკვეთილება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ისტორიულ ფაქტორს, მის მიერ შექმნილ და ხალხის მიერ მრავალგზის მოწონებულ გუნდის მუშაობას vs ნაცსექტის ავაზაკური გეგმები”- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ფრუსტრაცია ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალება. ფრუსტრაციის აღძვრა ზრდის აგრესიას. უსამშობლო რადიკალებში გავეშებული სასოწარკვეთილება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ისტორიულ ფაქტორს, მის მიერ შექმნილ და ხალხის მიერ მრავალგზის მოწონებულ გუნდის მუშაობას vs ნაცსექტის ავაზაკური გეგმები.
ამის გამოა, რომ იციან რა, რომ ვერასდროს მიიტაცებენ ხელისუფლებას, ნაცგობლინები პოლიტიკური პარაზიტობითა და არა ოპოზიციონერობით, თავს ესხმიან ყველას და ყველაფერს, ვინც, რაც საქართველოში წარმატებულია.

ქარაქუცა “ნაცმოძრაობა” ყეფს და ყმუის, საქართველო კი წინ მიდის”- წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები