ირაკლი ქადაგიშვილი: როგორც კი, მათი გაგებით, ფეხბურთელებზე თავდასხმისთვის საბაბი მიეცათ, ეს გააკეთეს

ნებისმიერს გადათელავენ, თუ მათ ინტერესებს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მისამართით გამოთქმულ კრიტიკასა და ბულინგს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, კონკრეტულ ადამიანებს საქართველოს წარმატება არ უხარიათ.

„კონკრეტული ადამიანები არიან, რომელთაც საქართველოს წარმატება არ უხარიათ. მთელ ქვეყანას ეროვნული ნაკრების წარმატება რომ უხაროდა, იძულებული იყვნენ, რამენაირად კბილების ხრჭიალით ამისთვის მხარი აებათ. მათი გაგებით, როგორც კი საბაბი მიეცათ, რომ ფეხბურთელებს თავს დასხმოდნენ, ეს განახორციელეს. მათი მიზანია ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება და ამისთვის ნებისმიერ მეთოდს გამოიყენებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელი იქნება თუ ვინმე სხვა, ნებისმიერს გადათელავენ, თუ მათ ინტერესებს არ შეესაბამება“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები