გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციაში 0,1 პროცენტი თუ მოიძებნება ისეთი, რომელიც არ იყო ერთმანეთთან “დაქორწინებული” და შემდეგ “განქორწინებული”

მსჯელობენ, ვინ დაბრუნდება პოლიტიკურად ყოფილებთან, ხოლო დანარჩენ ყოფილებს ვინ დაუპირისპირდება, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

“ოპოზიციაში 0,1 პროცენტი თუ მოიძებნება ისეთი, რომელიც არ იყო ერთმანეთთან „დაქორწინებული” და შემდეგ „განქორწინებული” ნებისმიერ ფორმატში.
ახლა მსჯელობენ, ვინ დაბრუნდება პოლიტიკურად ყოფილებთან, ხოლო დანარჩენ ყოფილებს ვინ დაუპირისპირდება. ეს არის მათი პოლიტიკური თამაში, რასაც ქართველი ხალხი არ აჰყვება, რა ქულაც არ უნდა დაწერონ, ჯამი მაინც ნული იქნება“, – თქვა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები