გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, წარმატებული სპორტსმენები პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს

“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია წარმატებული სპორტსმენების თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს.

„დასანანია, რომ ამ შემთხვევაშიც ცდილობენ, წარმატებული სპორტსმენები თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ. უცებ მესიჯი დაალაგეს – ფეხბურთელებს ლიდერებმა არ დაარტყეს და აქტივისტებს უთხრეს, თქვენ დაარტყით, შეურაცხყოფა მიაყენეთო. როგორც ჩანს, ლიდერები მიხვდნენ, რომ უმადურობა მთლად კარგი საქციელი ვერ იქნებოდა, ამიტომ შერბილებული პოზიცია ჰქონდათ, მაგრამ ყოველთვის პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობენ. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფეხბურთში რეგრესი იყო, ახლა პროგრესია და როგორ ბედავენ, რომ ფეხბურთზე რაიმე სიტყვას ამბობენ?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები