ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა

ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე ავტოფარეხი აიღეს, რის შედეგადაც გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყო.

ჩატარებული სამუშაოები ადგილზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ტყემალაძემ, მერის მოადგილესთან, კახა გულედანთან და ვაკის რაიონის გამგებელთან,
დავით კვინიკაძესთან ერთად, დაათვალიერა. გიორგი ტყემალაძის თქმით, სარეკრეაციო სივრცის მოწყობის სურვილი ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად გამოთქვა.

„ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მცხოვრებლების სურვილით, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, გამწვანებული სარეკრეაციო ზონის მოწყობის შესაძლებლობა გაჩნდა. სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სავარჯიშო ზონები. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები