მიქაუტაძე, ქვილითაია, კაკაბაძე, ლორია – ქართველი ფეხბურთელებით გამორჩეული გუნდები ინტერესდებიან

ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შედეგად, ქართველი ფეხბურთელებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული საფეხბურთო გუნდები ინტერესდებიან.

“ვესტ ჰემმა” გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ მეცს 20 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა,  მიქაუტაძე გადასვლას “ლიგა 1-ის” კლუბში ამჯობინებს. ამის შესახებ პორტალი GiveMeSport- ი იუწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსში, ლიმასოლის “არისში” გააგრძელებს – მან “აპოელთან” კონტრაქტი არ გაახანგრძლივა. ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

გიორგი ლორია, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, „დინამო თბილისს“ დაემშვიდობა და კარიერას არადიპოს „ომონიაში“ გააგრძელებს – ტრანსფერი კვიპროსული კლუბის მიერ ოფიციალურად დასტურდება.

პოლონური SportoweFakty იუწყება, რომ ოთარ კაკაბაძით მეორე ბუნდესლიგისა და ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდები დაინტერესდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს სამგზის ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდგომ გამოეთიშა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები