გიორგი კეკელიძის ტრაგიკული სამიჯნურო ისტორია

  საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით საზოგადოებას თავის პირველ სასიყვარულო ისტორიას უზიარებს და იმ „მსხვერპლზე“ ყვება, რომელზეც ის სიყვარულის გამო მიდიოდა.
„სავალენტინობოდ: ჩემი პირველი შეყვარებული იყო ბებიაჩემის მოსწავლე, სახელად თეონა. გვარი არ მახსოვს. უჩვეულო ამ ამბავში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა უხერხულობა, მე ხუთი წლის ვიყავი, ის მერვე კლასში. ცხადია თეონას ბებიაჩემმა უთხრა ესე საქმე დამალული. იმ თეონამ კი რატომ მოიგონა არ ვიცი, ერთ-ერთი გაკვეთილის მერე, რომელსაც ბებიაჩემის ამბავში ვესწრებოდი (სახლში ჩემი დამტოვებელი არ ჰყავდა) – მითხრა: მე შავი ბიჭები მომწონსო. მე ვიფიქრე, რომ შავი გულისხმობდა დაუბანლობას და მთელი კვირა ვაპროტესტებდი. ამდენის მოთმენა შეუძლებელი იყო. ლამის გამთოკეს და ისე დამბანეს. ჰოდა, ამ ძალად განბანვის მერე, ხმამაღლა ვყვიროდი, რომ როგორც გამასუფთავეთ, ისე გამაშავეთ, თორემ წყალში გადავხტები- მეთქი. გამოიღეს ბუხრიდან და წამისვეს ნახშირი. ეს იყო ბებიაჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოსაყოლი ამბავი და ჩემი პირველი ტრაგიკული სამიჯნურო საქმე“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი კეკელიძე.

1947633_714722818572565_773798919_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები