“47 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია, გამოცხადების საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს – 93%-ზე მეტი” – გელა გელაძე

საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ორ საათზე, გამოცდა კი სამ საათზე დაიწყება.

წელს 24 საგამოცდო ცენტრი 12 ქალაქში ფუნქციონირებს.

“47 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია. გამოცხადების საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს – 93%-ზე მეტი.

კომფორტულ, მშვიდ გარემოში ჩაიარა გუშინდელმა დღემ, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე”, – ამბობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, გელა გელაძე.

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები