ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

პირველი გამოცდა 09:00 საათზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაიწყო.

“2024 წელს საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. ყველა საგამოცდო ცენტრი უკვე აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალიდან მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია”, – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები