“არ არსებობს მსოფლიოში გუნდი, სადაც მამარდაშვილი პირველ მეკარედ არ უნდა იყოს” – გია ცეცაძე

“ყველაზე დიდი ასპარეზი მსოფლიო ფეხბურთისთვის არის ასეთი ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა. ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც არ იყვნენ, ასე თუ ისე, ცნობილები, შეიძლება, ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაეთვალოთ”, – ამის შესახებ საფეხბურთო სპეციალისტმა გია ცეცაძემ “დღის ქრონიკაში” ჩართვისას ისაუბრა.

“არ არსებობს მსოფლიოში გუნდი, სადაც მამარდაშვილი პირველ მეკარედ არ უნდა იყოს. ჩვენ არ ვართ სუბიექტურები და ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა; ისე ითამაშა და კარში ისე იდგა, როგორც ტოპ მეკარეებსა და მსოფლიო დონის სპორტსმენებს შეეფერება.

“ბაიერნში” სათადარიგო მეკარედ არ უნდა წავიდეს. ჩვენ გვინდა,  ჩვენი ფეხბურთელები უფრო ძლიერები და წარმატებულები იყვნენ, მაგრამ აქ ბევრი ნიუანსია. თავიანთი გადასაწყვეტია და ამაზე დიდი მსჯელობა საჭიროდ არ მიმაჩნია”, – აღნიშნა ცეცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები