“დებიუტანტი გუნდისთვის ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი წარმატება, რომელიც ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა” – ლევან ჟორჟოლიანი

“უპირველესად, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს იმ დადებითი ემოციებისა და შესანიშნავი თამაშისთვის, რომელიც მათ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეს”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ისაუბრა.

“დებიუტანტი გუნდისთვის ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი წარმატება, რომელიც ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, ვაორგანიზებთ ღონისძიებას. გულშემატკივარს ექნება საშუალება, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს. 9 საათიდან გულშემატკივარს ველოდებით თავისუფლების მოედანზე, ხოლო ათის ნახევრიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებენ გადაადგილებას ფეხბურთელები ჭავჭავაძის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ”, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები