“ყველას ვაჯობეთ ქომაგობით, სიყვარულით” – ბუდუ ზივზივაძის მამა

“მადლობა მთელ საქართველოს. ნამდვილად გაოცებული ვარ გულშემატკივრების ჩამოსვლით ნებისმიერ თამაშზე”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ ისაუბრა.

“თურქებმა ცოტა დაგვჩაგრეს, მაგრამ დანარჩენი ყველას ვაჯობეთ ქომაგობით, სიყვარულით. ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. საქართველოდან ვინც ვერ ჩამოვიდა, მათგანაც ძალიან დიდი დადებითი აურა მოდიოდა”, – აღნიშნა კახა ზივზივაძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები