სინოპტიკოსები დღეს თბილისში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ნავარაუდებია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

“დღეიდან 3 რიცხვის ჩათვლის საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა და დროგამოშვებით ქარის გაძლიერება.

რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას – დასავლეთ საქართველოში ველოდებით +29 გრადუსს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია +30 გრადუსი”, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების მთავარი სინოპტიკოსი, ნაირა მანველიშვილი.

4 ივნისიდან საქართველოში გამოიდარებს და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები