უეფამ, გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა

უეფამ ორშაბათს გამოაქვეყნა დისციპლინური გადაწყვეტილებები, რომელიც 1,3 მილიონი ევროს (1,4 მილიონი დოლარი) ჯარიმებს მოიცავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის მატჩის წინ სტადიონზე ხანმოკლე ჩხუბის გამო, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი ($32,200), ხოლო თურქეთი 25 000 ევროთი ($26,900) დააჯარიმა.

ამასთან, უეფამ დააჯარიმა ტურნირის ორგანიზატორი ქვეყანა, გერმანია, იმის გამო, რომ სელფის მსურველები ევროპის ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოების გადასაღებად მოედანზე შეიჭრნენ.

გერმანიის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ეხებოდა თამაშებში „წესრიგსა და უსაფრთხოებას“ და „სათამაშო მოედნის დაცვას“, – აღნიშნულის გამო, გერმანია საერთო ჯამში 20 000 ევროთი დაჯარიმდა.

გარდა საქართველოსა და თურქეთის ფედერაციებისა, გულშემატკივრების ქცევისთვის დააჯარიმეს რვა გუნდი – უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია.

ამასთან, სერბეთის ფედერაცია დაჯარიმდა 68,625 (73,600 აშშ დოლარი) და 60,000 ევროს (64,350 აშშ დოლარი) ოდენობით, ხორვატიას დაეკისრა 63,875 ევროს (68,500 აშშ დოლარი) გადახდა, ხოლო ავსტრიამ 57,375 ევრო (61,500 აშშ დოლარი) უნდა გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატზე უეფამ მხოლოდ ორი გუნდი, სლოვაკეთი და ესპანეთი არ დააჯარიმა.
მისწერეთ ინგა ქვარცხავა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები