“ერთი მოგება არის საჭირო, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, ორივე თამაში მოვიგოთ” – სანდრო მამუკელაშვილი

დღეს რიგაში ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება.

საქართველოს ნაკრები, ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, პირველ ტურში ტურნირის მასპინძელ ლატვიას შეხვდება, მეორე შეხვედრას კი ჩვენი ნაკრები ფილიპინების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

“ერთი მოგება არის საჭირო, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, ორივე თამაში მოვიგოთ.

ლატვია ძალიან კარგი გუნდია. როგორც მახსოვს, წინა წელს მსოფლიოზე ნახევარფინალამდე გავიდნენ. თავიანთ სახლში არის თამაში და, რა თქმა უნდა, ძალიან მონდომებულები იქნებიან. ამიტომ, უნდა გამოვიდეთ და, რაც შეიძლება, უშეცდომოდ ვითამაშოთ”, – ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი.

ფორმატის თანახმად, სამი ქვეყნიდან ფლეი-ოფში ორი გავა და ნახევარფინალში მეორე ჯგუფიდან გასულებთან ითამაშებს, სადაც ბრაზილია, კამერუნი და მონტენეგრო არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები