“მაგრად ითამაშეს, ჩადეს, რაც ქართულ ჯიშში გვაქვს” – პატარა ქომაგები

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე სამშობლოშია.

გულშემატკივრები მათ აეროპორტში ოვაციებით დახვდნენ. მათ შორის პატარა ქომაგებიც არიან.

“თამაში ისე მაგრად ჩაატარეს, რომ წაგებაა, ფრეა თუ მოგება, ისე მაგრად ითამაშეს, ჩადეს, რაც ქართულ ჯიშში გვაქვს. ძალიან მაგარი ბიჭები არიან. მეამაყებიან ჩემი ბიჭები და მხოლოდ და მხოლოდ წარმატებები მინდა, ვუსურვო.

ყველაფერი ჩადეს, რომ კარგად ეთამაშათ და ჩვენ, გულშემატკივრები გავეხარებინეთ. ამიტომ, ჩვენ აქ მოვედით და ერთად უნდა ვიზეიმოთ”, – ამბობენ ისინი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატს ევროპის სამგზის ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან თამაშის შემდგომ გამოეთიშნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები