გოგი მეშველიანი: თქვენ მომავლის გუნდი ხართ

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი ესპანეთთან საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს ეხმიანება და მადლობას უხდის ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის.

“მადლობა ჩვენს ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის, თავდადებისთვის, უბედნიერესი წუთებისთვის, არნახული ემოციებისთვის! ჩვენს გულებში სამუდამოდ დაიმკვიდრეთ ადგილი და ერთად ვიზეიმებთ არაერთ დიდ გამარჯვებას! თქვენ მომავლის გუნდი ხართ, რომელიც, კიდევ ბევრჯერ ასახელებს ჩვენს ქვეყანას! ეროვნული ნაკრები – გვიყვარხართ! ” – წერს გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები