ალავერდის საკათედრო ტაძარში ხარაჩოს მოწყობის პროცესი დაიწყო

ალავერდის საკათედრო ტაძარში ხარაჩოს მოწყობის პროცესი დაიწყო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ეკლესიაში ხარაჩო სამხრეთ ფასადის კალთის დონემდე მოეწყო. სამუშაოები გაგრძელდება და მოეწყობა ხარაჩო დასავლეთ მკლავის გადახურვის დონემდე.
ადგილზე ჩასულები იყვნენ არქიტექტორ-რესტავრატორები და კონსტრუქტორი. სპეციალისტების მონაწილეობით მონასტრის შიდა პერიმეტრზე ხარაჩოს მონტაჟისთვის აუცილებელი მასალის მიტანა – განთავსების პროცესი დასრულებულია.
ინფორმაციისთვის: ადგილობრივი ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა, უმოკლეს ვადაში ტაძრის ფასადზე მოეწყოს ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად ჩასატარებლად ადგილზე გაიგზავნა 1500 კვ/მ-ის ხარაჩო.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები