გაერო-ში ირანის მისია: ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გამანადგურებელი ომი მოჰყვება

ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გამანადგურებელი ომი მოჰყვება, – ამის შესახებ განცხადებას გაერო-ში ირანის მისია ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ირანი ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წამოიწყებს, ამას გამანადგურებელი ომი მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გაერო-ში ირანის მისიის განცხადებით, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის კონფლიქტში „წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული ჩართვა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები