„ეს არჩევნები არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მთავრობაში ყოფნა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ტრამპის თქმით, ბაიდენს არ შეუძლია გამარჯვება და ამის პრობლემა არა მისი ასაკი, არამედ არაკომპეტენტურობაა.

„ეს არჩევნები არის არჩევანი ძალასა და სისუსტეს, კომპეტენციასა და არაკომპეტენტურობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას, ომსა და მშვიდობას შორის“, – აღნიშნა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა.

ამასთან, ტრამპმა ბაიდენი ამერიკელი სამართალდამცველების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები