ერთი დაღუპული და ცხრა დაშავებული – რუსებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში განახორციელეს

დნიპროზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დნიპროს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა.

„დნეპროპეტროვსკში ერთი ადამიანი დაიღუპა. ექვსი დაშავდა. მათ შორის არის 7 თვის ბავშვი“, – წერს ის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები