პუტინი: აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც

აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ცნობილია, რომ აშშ არამხოლოდ აწარმოებს მსგავსი ტიპის სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე განალაგა ევროპაში წვრთნებისთვის დანიაში და ახლა უკვე ფილიპინებშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და მივიღოთ გადაწყვეტილებები თუ რა უნდა გავაკეთოთ. როგორც ჩანს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ სარაკეტო სისტემების წარმოება და რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილებები სად განვათავსოთ ისინი ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები