გურამ მაჭარაშვილი: ქართულმა საზოგადოებამ მორიგ ჯერზე უნდა გაიგოს – სახელმწიფო მზად არის, რადიკალების მხრიდან არეულობა და რევოლუციური სცენარები არ დაუშვას

„პრემიერ-მინისტრმა ანგარიშის წარდგენის დროს ახსენა, რომ სხდომას არ ესწრება ოპოზიცია. რადიკალური ოპოზიციის დიდი უმრავლესობა პრაქტიკულად არ დადის პარლამენტში და არ ესწრება სხდომებს. სამაგიეროდ დადიან უცხოეთში იმისთვის, რომ გააშავონ საკუთარი ქვეყანა, შექმნან რეზოლუციების პროექტები, რომელთა მიხედვითაც სურვილი აქვთ, საქართველოს შეეზღუდოს ევროსაბჭოს წევრობა“, – ამის შესახებ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ მორიგ ჯერზე უნდა გაიგოს, რომ სახელმწიფო მზად არის იმისთვის, რათა რადიკალების მხრიდან არეულობა და რევოლუციური სცენარები არ დაუშვას.

„[რადიკალები] ადრე დადიოდნენ და ითხოვდნენ, ევროსაბჭოს უარი ეთქვა ვიზალიბერალიზაციაზე, ჩადიოდნენ კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ჩადიოდნენ და ამბობდნენ, რომ საქართველო თავს არიდებს საერთაშორისო სანქციებს და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, მტრობენ თავიანთ ქვეყანას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ ამ ნაბიჯებს ახალისებენ გარე აქტორები და უცხოური ძალები, მათ შორის – მატერიალურადაც. მაგალითისთვის საკმარისი იქნება ამერიკის კონგრესი, სადაც კონგრესმენებმა პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოში თუ არ იქნება უკრაინიზაცია, მაშინ იქნება მაიდანი. ანუ, სახალხო ენაზე ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ არ გავხსნით მეორე ფრონტს, მაშინ აქ მოაწყობენ რევოლუციას, რომელსაც თავადვე დააფინანსებენ და ამ სურვილს აღარც კი მალავენ. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება და სახელმწიფო ამას ემიჯნება. სწორედ ამას ემსახურებოდა „ხალხის ძალის“ ნებისმიერი განცხადება და კომენტარები, რომელიც მიზნად ისახავდა, საქართველოს მოსახლეობის სიმართლით შეიარაღებას.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ თქვენგან, ქვეყნის პირველი პირისგან ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გაიგოს, რომ ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები მზად არიან იმისთვის, რომ არ დაუშვან რევოლუციური სცენარები, არეულობა ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან მოწყობილი, არავის უნდა გაუჩნდეს საქართველოში არეულობის სურვილი“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე.

„რაც შეეხება საქართველოში უკრაინული სცენარის, მათ შორის, მაიდანის განვითარების მცდელობას, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია. სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური ძალები იყვნენ ჩართულნი შესაბამის პროპაგანდაში და ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. რა თქმა უნდა, ეს აძლიერებდა ზეწოლას ჩვენს ქვეყანაზე, თუმცა ამ წლების განმავლობაში წარმატებით მოვახერხეთ შესაბამისი სცენარის თავიდან არიდება და რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ.

პრინციპში, ყველაზე რთული პერიოდი გამოვლილია, თუმცა სირთულეები მომავალშიც იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს სათანადო გამოცდილება ასეთ საფრთხეებთან მიმართებაში და მომავალშიც ყველა საფრთხეს ავაცილებთ ქვეყანას. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ ისეთი სცენარების განვითარების უფლებას, რომელმაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა – უკრაინა მიიყვანა ასეთ უმძიმეს მდგომარეობამდე. სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები, მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში იქნება ბოლომდე დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები