იოსებ გრიშაშვილის დაბადებიდან 135 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

28 ივნისს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში იოსებ გრიშაშვილის დაბადებიდან 135 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპონირებული იქნება ლიტერატურის მუზეუმსა და იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა მუზეუმში დაცული პოეტის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, ლექსების ავტოგრაფები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა, სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტები და კარიკატურები, მემორიალური ნივთები, უნიკალური გამოცემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები