ქუთაისში 20 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში 20 წლის ნინიკო გიორგაძეს ეძებენ.

ახალგაზრდა ქალი 26 ივნისის საღამოს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის. ოჯახის ინფორმაციით, დაკარგულს არ დაუბარებია, თუ სად მიდიოდა.

დაკარგულის ოჯახის წევრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის ფოტოებს ავრცელებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, თუ რამე იციან მისი ადგილსამყოფლის შესახებ, დაუყოვნებლივ დარეკონ ნომერზე: 597 33 43 29.

ძებნის პროცესში ჩართულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები