ქართველი გულშემატკივრებისთვის დამატებითი ჩარტერული რეისები დაინიშნა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები კვლავ შეძლებენ ავიაბილეთის სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძენას და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებით, 30 ივნისს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ გერმანიაში გამგზავრებას, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფრენები განხორციელდება თბილისი – კიოლნი – თბილისის მიმართულებით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები შესრულდება 29 და 30 ივნისს, ხოლო 2 ივლისს ქართველი გულშემატკივრები შეძლებენ გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას.

სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.

ჩარტერულ რეისებს შეასრულებენ ავიაკომპანიები: ჯორჯიან ეარვეისი და ჯორჯიან ვინგსი.

სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები